Accessibility links

თალიბანი თავს დაესხა ავღანეთის ქალაქ კუნდუზს


თალიბანის ექსტრემისტებმა მასშტაბური იერიში მიიტანეს ავღანეთის ერთ-ერთ დიდ ქალაქზე, მიუხედავად აშშ-სთან წარმოებული მოლაპარაკებისა ავღანეთის 18-წლიანი კონფლიქტის დასრულების მიზნით.

ავღანეთის ოფიციალური პირების თქმით, 31 აგვისტოს თალიბანის მებრძოლები რამდენიმე პოზიციიდან დაესხნენ თავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ჩრდილოეთის ქალაქ კუნდუზს, რომელიც ამავდროულად კუნდუზის პროვინციის რეგიონული დედაქალაქია.

პრეზიდენტის პრესმდივნის, სედიყ სედიყის თქმით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა რამდენიმე ადგილას შესძლეს თავდასხმის მოგეროება.

თალიბანის პრესმდივანმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა ტვიტერით დაწერილ ტექსტში თავდასხმას "მასშტაბური" უწოდა.

2015 წელს კუნდუზი თალიბანმა დაიპყრო, და მას შემდეგ ის რამდენჯერმე გახდა თავდასხმების სამიზნე. ვრცელდება ცნობები, რომ ზოგიერთ ადგილას ახლაც გრძელდება შეტაკებები. იუწყებიან, რომ თალიბანი ქალაქის საავადმყოფოს დაეპატრონა და პაციენტები მძევლად აიყვანა. მძევალთა რაოდენობა უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG