Accessibility links

ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთს სტუმრობს


ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 31 აგვისტოს პოლონეთში ჩავიდა ორდღიანი ვიზიტით, მოლაპარაკებებზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, შეეხება მისი ახლადდანიშნული მთავრობის პოლიტიკას და უკრაინის ურთიერთობას ევროკავშირთან.

ზელენსკის, რომელსაც თან ახალი კაბინეტის რამდენიმე წევრი ახლავს, პრეზიდენტის სასახლის წინ მიესალმა პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა. 1 სექტემბერს ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს ვარშავაში გამართულ ცერემონიაში, რომლითაც აღნიშნავენ მეორე მსოფლიო ომის დაწყების - 1939 წლის 1 სექტემბერს პოლონეთში ნაცისტური გერმანიის ძალების შეჭრის - 80-ე წლისთავს.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG