ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან კონდიციონერი გადმოვარდა და მამაკაცს დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები ყვებიან კონდიციონერი ბინის მე-4 სართულზე ხის კონსტრუქციაზე იყო დამონტაჟებული. მათივე თქმით, კონდიციონერი დემონტაჟის პროცესში ჩამოვარდა და ქუჩაში გამვლელს დაეცა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დაშავებული ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.