Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონგ-კონგში პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ


31 აგვისტოს ჰონგ-კონგის პოლიცია ცრემლმდენი გაზით და წყლის ჭავლით დაუპირისპირდა დემოკრატიის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომლებიც, თავის მხრივ, ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდნენ. ამ, ჩინეთის მიერ მართულ ქალაქში გრძელდება ძალადობრივი შეტაკებები, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე პოლიტიკურ კრიზისს ქმნის.

პოლიციამ რამდენიმე ჯერზე ისროლა ცრემლმდენი გაზი, რასაც დემონსტრანტები ქოლგების უკან ემალებოდნენ. პოლიციას აქციის მონაწილეები აგურებს ესროდნენ.

ჭავლი, რომელიც პოლიციამ გაუშვა, ლურჯად შეღებილ წყალს აფრქვევდა - რომელიც ტრადიციულად გამოიყენება პოლიციის მიერ, საიმისოდ, რომ დემონსტრანტები მოგვიანებით ამოიცნონ.

ჩინეთის ნახევრად ავტონომიურ ოლქში, ჰონგ-კონგში, გამოსვლები დაიწყო 11 კვირის წინ, მოწოდებით გაეუქმებინათ კანონპროექტი, რომელიც დანაშაულში ეჭვმიტანილების ჩინეთისთვის მარტივად გადაცემას დააკანონებდა. შემდგომში გამოსვლები გაფართოვდა და მოთხოვნები გაიზარდა, რასაც მოჰყვა ჩინეთის მუქარა, რომ გულხელდაკრეფილი არ იქნებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG