Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან ამოქმედდა ახალი რეგულაციები შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით


შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, ახალი რეგულაციები ამოქმედდა. დღეიდან დამსაქმებელი ვალდებულია დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი.

დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობები.

თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს აუციელებელია ქონდეს გავლილი შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG