Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენსი: აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის განცხადებით, მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, კიევის რუსეთთან კონფლიქტში და ტერიტორიული მთლიანობის უფლებასთან მიმართებით.

ვაშინგტონი "უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და განსაკუთრებით 2014 წლიდან, ჩვენ ძლიერად ვდგავართ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარეს" - განაცხადა პენსმა ვარშავაში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

"გარწმუნებთ, რომ გავაგრძელებთ უკრაინის ხალხის მხარდაჭერას, თქვენს უსაფრთხოებასთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და უკრაინის მხრიდან ყირიმზე ლეგიტიმურ განაცხადთან მიმართებით" - თქვა პენსმა.

აშშ მნიშვნელოვანი მოკავშირეა კიევისთვის. ვაშინგტონმა რუსეთს სანქციები დაუწესა 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებისთვის და უკრაინის აღმოსავლეთში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხარდაჭერისთვის.

პენსი და ზელენსკი ვარშავაში ჩავიდნენ მეორე მსოფლიო ომის დაწყების მე-80-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG