Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებები სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა


პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე

სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა, რა ცვლილებები იგეგმება საქართველოს მთავრობაში.

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში 1 სექტემბერს გამართული სხდომის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა დაადასტურეს, რომ სამთავრობო ცვლილებების საკითხი განიხილეს, თუმცა, განმარტეს, რომ ამაზე 2 სექტემბერს ისაუბრებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ისიც თქვა, რომ სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობა 3 სექტემბერსაც გაგრძელდება.

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე 2 სექტემბერს, 15 საათზე გააკეთებს განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და შემდეგ სატელევიზიო თოქ-შოუების წამყვანებს შეხვდება.

„ნეტგაზეთის“ ცნობით კი, მამუკა ბახტაძე 2 სექტემბერს, 15 საათზე სატელევიზიო თოქ-შოუების წამყვანებს შეხვდება და სამთავრობო ცვლილებებზე ილაპარაკებს.

2 სექტემბერს დილით, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე, ანონსების ნაწილში მითითებული არ არის არც პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი და არც ტელეწამყვანებთან შეხვედრა.

ბოლო ხანს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობებით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძეს შეცვლის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად დაბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამჟამად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG