Accessibility links

ჰონ-კონგელმა აქტივისტებმა მეტროს მუშაობა შეაფერხეს


ჰონ-კონგზე პეკინის გავლენის გაძლიერების მოწინააღმდეგე აქტივისტებმა მეტროში სატრანსპორტო ქაოსის გამოწვევა შეძლეს.

DW-ს ინფორმაციით, აქტივისტები ხელს უშლიდნენ მატარებლების მიმოსვლას, რამაც დილის პიკის საათის დროს გამოიწვია მეტროს მუშაობის სერიოზული შეფერხება.

2 სექტემბერს, ჰონ-კონგის უნივერსიტეტებში სწავლა განახლდა, თუმცა, სტუდენტების ნაწილმა ორკვირიანი ბოიკოტი გამოაცხადა. სასწავლო დაწესებულებებთან მოეწყო ცოცხალი ჯაჭვები. აქციის მონაწილეებს ეკეთათ აირწინაღები და დამცავი სათვალეები, რომლებსაც ჰონ-კონგელი აქტივისტები იყენებენ პოლიციის მიერ საპროტესტო აქციების დაშლის დროს.

ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში - ჰონ-კონგში უკვე სამი თვეა არ წყდება საპროტესტო გამოსვლები. დემონსტრანტები მოითხოვენ დემოკრატიულ რეფორმებს, საყოველთაო საარჩევნო უფლებას, ადმინისტრაციის მეთაურის კერი ლამის გადადგომას და საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ძალადობის ფაქტების გამოძიებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG