Accessibility links

არგენტინის პრეზიდენტმა უცხოური ვალუტით ვაჭრობა შეზღუდა


არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი

არგენტინის ეროვნული ვალუტის, პესოს გაუფასურების გამო, ქვეყნის ხელისუფლებამ უცხოური ვალუტით ვაჭრობა შეზღუდა.

არგენტინის პრეზიდენტის, მაურისიო მაკრის განკარგულებით, მსხვილ ექსპორტიორებს უცხოური ვალუტის შესაძენად და საზღვარგარეთ გადასარიცხად ცენტრალური ბანკის ნებართვა დასჭირდებათ. ფიზიკურ პირები თვეში 10 ათას ამერიკულ დოლარზე მეტის შეძენას ვერ შეძლებენ. შემზღუდავი ზომები 2019 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს.

პრეზიდენტ მაკრის განკარგულების თანახმად, ამ ზომების მიღება აუცილებელია უცხოური ვალუტით ვაჭრობის უკეთ რეგულირებისა და ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

არგენტინელთა ნაწილმა დეფოლტის შიშის გამო, გასულ კვირაში ბანკებიდან გაიტანა ანაბარზე შენახული თანხა.

მეორე წელია არგენტინის ეკონომიკა რეცესიაშია. ბოლო ერთ წელიწადში ინფლაციამ 40% შეადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG