Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფორსაჟის“ მორიგი ეპიზოდების გადაღებაში ვერტმფრენიც ჩაერთვება


ჰოლივუდის ფილმის - "Fast and Furious 9"-ის მორიგი ეპიზოდის გადაღების პროცესში უპილოტო საჰაერო ხომალდების გარდა, ვერტმფრენიც ჩაერთვება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

საჰაერო კინოგადაღება ბელგიური ავიაკომპანია „Heli and Co SA“-ის კუთვნილი EUROCOPTER AS 355N-ის ტიპის ვერტმფრენით განხორციელდება.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ბელგიურ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების (სატელევიზიო და კინოგადაღების ჩატარება) წარმოების ნებართვა 2019 წლის 26 აგვისტოს მიანიჭა. სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების და სპეციალისტების მიერ ადგილზე დათვალიერდა სპეციალურად მოწყობილი ასაფრენ-დასაფრენი მოედანი და საფრენი ლოკაციები. ასევე გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა ტექნიკურ ჯგუფთან და ვერტმფრენის პილოტებთან.

აგვისტოს დასაწყისში, ამავე ფილმის საჰაერო გადაღებებისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი 8 ერთეული უპილოტო საჰაერო ხომალდი დარეგისტრირდა და სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის ნებართვა მიენიჭა.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოლივუდური ფილმის Fast and Furious 9 („ფორსაჟი 9“) გადაღება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის - „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება“,- ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG