Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობისთვის" გახარიას პრემიერად დაწინაურება ხალხის აბუჩად აგდება იქნება


ზაალ უდუმაშვილი
ზაალ უდუმაშვილი

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ „ქართულ ოცნებას“ კადრების დეფიციტი აქვს.

„ვნახოთ, ვის წარადგენენ ბახტაძის მაგივრად. არჩევანი დიდი არა აქვს ივანიშვილს იმიტომ, რომ კადრების პრობლემაა სერიოზული „ქართულ ოცნებაში“ - უთხრა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა. მისი შეფასებით, ვინც არ უნდა წარადგინოს პრემიერ-მინისტრად ივანიშვილმა, ეს „ქართულ ოცნებას“ არ უშველის, რადგან მოსახლეობისთვის გაჭირვების მეტი არაფერი მოუტანია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2 სექტემბერს, ფეისბუკით გაავრცელა განცხადება, რომ თანამდებობას ტოვებს. მისი შემცვლელის ვინაობას „ქართული ოცნება“ 3 სექტემბერს დაასახელებს.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, თუ პრემიერად შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას წარადგენენ, ეს იქნება „ივანიშვილის რეჟიმის პირდაპირი დასასრული.“

„ადამიანი, რომელმაც თბილისში მოაწყო გავრილოვის ღამე და იმის შემდეგ მას აწინაურებ და გადაგყავს პრემიერ-მინისტრად, ეს არის საქართველოს მოსახლეობის აბუჩად აგდება“ - განაცხადა უდუმაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საქართველოში აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 20-21 ივნისს, სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებებით დაშალეს პარლამენტთან მიმდინარე, რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია. დაშავდა ორასზე მეტი ადამიანი. რამდენიმემ თვალი დაკარგა. აქციის დაშლას წინ უძღოდა დემონსტრანტების ერთი ნაწილის მიერ პარლამენტში შეჭრის მცდელობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG