Accessibility links

გარდაიცვალა ტელეწამყვანი ნუგზარ ჯუღელი


82 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი სპორტული კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი.

ნუგზარ ჯუღელი საქართველოს ტელევიზიაში 1968 წლიდან მუშაობდა თითქმის ორმოცდათი წლის განმავლობაში. იყო საინფორმაციო პროგრამა „მოამბის" თანამშრომელი. გამორჩეული პოპულარობა მას სპროტული გადაცემების წაყვანამ და პირდაპირი რეპორტაჟების გაძღოლამ მოუტანა.

2014 წელს, მთაწმინდაზე, სატელევიზო ანძასთან საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის წამყვანებს ვარსკვლავი გაუხსნეს. მათ შორის, ნუგზარ ჯუღელის სახელობის ვარსკვლავიცაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG