Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პროკურატურამ შეწყვიტა გამოძიება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ თაღლითობის საქმეზე


ანდრეი ბაბიში ბრიუსელში
ანდრეი ბაბიში ბრიუსელში

ჩეხეთის პროკურატურამ შეწყვიტა გამოძიება გახმაურებული თაღლითობის საქმეზე, რომელშიც ეჭვმიტანილი იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში.

2 სექტემბრის განცხადებაში, რომელიც გამოძიების ზედამხედველმა პროკურატურამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ მან საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა და „შეცვალა პირვანდელი იურიდიული დასკვნა“.

ახლა დასკვნას შეაფასებს პრაღის მთავრი პროკურორი, რომელიც გადაწყვეტს არის თუ არა ეს ნაბიჯი დასაბუთებული.

უფრო ადრე ჩეხეთის პოლიციამ რეკომენდაცია მისცა პროკურატურას, პრემიერ-მინისტრ ბაბიშის სისხლის სამართლის ბრალდებულად ცნობის შესახებ, თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ევროკავშირის 2 მილიონი დოლარის სუბსიდიის მითვისების გამო.

ამ საქმეს ჩეხეთში მოჰყვა 1989 წლის შემდეგ ყველაზე მრავალრივცხოვანი საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრისა და მისი ლიდერობით მოქმედი კოალიციური მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც სხვათა შორის ემყარება კომუნისტური პარტიის დეპუტატების მხარდაჭერას.

როგორც ამტკიცებენ, ბაბიშის ფირმამ ევროკავშირისგან კანონდარღვევით მიიღო ფული. ევროკომისიამ ასევე ჩეხეთის პრემიერს ბრალი დასდო ინტერესთა კონფლიქტში მისი ჰოლდინგის, Agrofert-ის მიერ დოტაციების მიღებისას.

ბაბიში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მის წინააღმდეგ აგორებულ აჟიოტაჟს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG