Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის ოპოზიცია ეწინააღმდეგება ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას


დიდი ბრიტანეთის ოპოზიცია 3 სექტემბერს პარლამენტის პირველ საშემოდგომო სხდომაზე აპირებს წარმოადგინოს კანონპროექტი, რომელმაც უნდა დაბლოკოს შეთანხმების გარეშე ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლა, ე.წ.შეთანხმების გარეშე ბრექსიტი.

ლეიბორისტული და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ დოკუმენტს მხარს დაუჭერენ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ოპონენტი კონსერვატორების ნაწილი.

ოპოზიციის გეგმით, კანონპროექტი შეიძლება მიიღონ უკვე ხვალ ან ზეგ. „შეთანხმების გარეშე ბრექსტის“ მოწინააღმდეგეებს განზრახული აქვთ იმოქმედონ სწრაფად, რადგან რამდენიმე დღის შემდეგ საპარალამენტო სესია დაიხურება და დეპუტატები კვლავ მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში შეიკრიბებიან.

ჯერჯერობით უცნობია, დააყენებს თუ არა ლეიბორისტების ლიდერი ჯერემი კორბინი მთავრობის უნდობლობის ვოტუმს. თავად იგი ვადამდელი არჩევნების მომხრეა.

სასტიკი კრიტიკის მიუხედავად, ბოლო გამოკითხვების თანახმად, პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG