Accessibility links

თალაკვაძე: გეგიძეს პარტიის პოზიცია ელექტრონული ფოსტით გაეგზავნა


პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დეპუტატი ბიძინა გეგიძე ინფორმირებული იყო უმრავლესობიდან გარიცხვასთან დაკავშირებით,.

არჩილ თალაკვაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე გეგიძესთან და მისი ფრაქციის წევრებთან კონსულტაციებს უმრავლესობის წარმომადგენლები მართავდნენ, ხოლო უკვე გარიცხვის შემდეგ, ბიძინა გეგიძეს პარტიის პოზიცია ელექტრონული ფორმით გადაეგზავნა: „პირველ სექტემბერს ბიძინა გეგიძე არ ესწრებოდა უმრავლესობის სხდომას. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მას ელექტრონული წერილი გაეგზავნა და ამის დამადასტურებელი ფაქტიც არსებობს“.

პარლამენტის თავმჯდომარე გარიცხვის მიზეზსაც განმარტავს და აცხადებს, რომ ამის მიზეზი ფუნდამენტურ საკითხებზე გეგიძისა და „ქართული ოცნების" პოზიციების სხვაობაა.

„ბიძინა გეგიძესთან და მის ფრაქციასთან უმრავლესობას ჰქონდა კონსულტაციები, შესაბამისად, მომზადდა ასეთი გადაწყვეტილება. პარტიისა და გუნდის წევრებს აერთიანებთ შეთანხმება საერთო, სტრატეგიულ საკითხებზე, თუმცა, როგორც ეს საჯარო განცხადებებიდან გამოიკვეთა, ასეთ საკითხებზე ბიძინა გეგიძის და „ქართული ოცნების" პოზიციები იყო განსხვავებული", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატი ბიძინა გეგიძე პირველ სექტემბერს გარიცხეს. თავად ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შესახებ შეტყობინება whatsapp-ში მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG