Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან "სირცხვილის დერეფანი" მოაწყვეს


აქცია საქართველოს პარლამენტთან
აქცია საქართველოს პარლამენტთან

საპროტესტო აქციის „სირცხვილია“-ს მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტთან მოაწყვეს „სირცხვილის დერეფანი.“ სამოქალაქო ატივისტები საყვირებით და სასტვენებით აპროტესტებენ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენას.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები „სირცხვილია“ და „მთავრობა გახარიას გარეშე.“ აქტივისტები, რომლებიც პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან არიან შეკრებილნი, აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დაკვეთა შეასრულა და ის ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს.

3 სექტემბერს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ამ თანამდებობიდან 2 სექტემბერს გადადგა მამუკა ბახტაძე.

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 20-21 ივნისს, სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებებით დაშალეს პარლამენტთან მიმდინარე, რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია. დაშავდა ორასზე მეტი ადამიანი. რამდენიმემ თვალი დაკარგა. აქციის დაშლას წინ უძღოდა დემონსტრანტების ერთი ნაწილის მიერ პარლამენტში შეჭრის მცდელობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG