Accessibility links

გრიგოლ ვაშაძე: ერთი პროვოკაციული ნაბიჯი იცვლება მეორეთი


გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებს 3 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე საკუთარი პროტესტის გამოსახატად პარლამენტის წინ გამოსვლისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ განცხადება ოპოზიციის სხვა წევრებთან ერთად გააკეთა. პროტესტის მიზეზი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის წაყენებაა.

"ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საზოგადოებაში გაგრძელდეს პოლიტიკური სამოქალაქო ომი, რომ გაგრძელდეს დაპირისპირება და საშუალება არ მიცეს სახელმწიფოს ნორმალური განვითარებისთვის. ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება. იმის მაგივრად, რომ წყნარად და მშვიდად მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთი პროვოკაციული ნაბიჯი იცვლება მეორეთი.

გახარიას წარდგენა პრემიერის პოსტზე არის შეფურთხება ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ოპოზიციური სპექტრისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავის კონსტიტუციურ უფლებებს და ქვეყნის ინტერესებს იცავდნენ 20 ივნისს და ჯანმრთელობა დაკარგეს. არც ერთი ამ ადამიანის ჯანმრთელობა არ ღირს არც გახარიად და არც ქართული ოცნების ხელისუფლებად, რომელიც არის განწირული და რომელიც არის დაპირისპირებული საქართველოს მოქალაქესთან და ოპოზიციურ სპექტრთან. ყველაფერი უნდა გააკეთოს ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ, იმისათვის რომ გახარიას დამტკიცება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არ მოხდეს. " - თქვა გრიგოლ ვაშაძემ 3 სექტემბერს პარლამენტთან, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის სხვა წევრებთან ერთად მივიდა.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა 3 სექტემბერს წარადგინა. 3 სექტემბერს, პარლამენტის წინ იგეგმება აქტივისტების აქციაც - "სირცხვილია, რომელიც გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით 20 ივნისის შემდეგ ყოველდღე სხვადასხვა ფორმატით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG