Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანდრა რულოვსის თქმით, ბიძინა ივანიშვილი უკვე ზედმეტია, მოიშორებენ - მოწამლავენ ან მოკლავენ


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა სანდრა რულოვსმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან შეაფასა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენა.

როგორც რულოვსმა რადიო თავისუფლების პირდაპირ ეთერში განაცხადა, გიორგი გახარიას წარდგენა ცუდი ნიშანია და ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ რუსეთი ზის მთავრობის მეთაურად. მისი შეფასებით, გახარია ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ინტერესის წინააღმდეგ.

სანდრა რულივსს გახარიას დანიშვნის შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მომავალი ტრაგიკულად წარმოუდგენია.

„ვშიშობ, თუ ჩვენ მასობრივად არ გამოვხატავთ პროტესტს, ძალიან ცუდი პროცესები განვითარდება. აქ ითქვა, „ბიძინას არ შერჩება და ა.შ.“, მაგრამ, ვფიქრობ, ბიძინა უკვე ზედმეტია. ბიძინამ საკუთარი როლი შეასრულა, რუსეთი უკვე დასვეს კაბინეტის უფროსად, პრემიერ-მინისტრად, გახარიას სახით. ბიძინა უკვე ზედმეტია, მოიშორებენ მას. დაიჯერეთ, ან მოწამლავენ, ან მოკლავენ“, - ამბობს სანდრა რულოვსი.

3 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG