Accessibility links

თალაკვაძის თქმით, „ოცნების“ მოსვლამდე 300-მდე ადამიანია დაკარგული და მათი ადგილსამყოფელი უცნობია


პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ინგა გრიგოლიას ტოკშოუ „რეაქციაში“ გაიხსენა პერიოდი, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდოდა.

„რაც შეეხება წარსულს, იყო პოლიტპატიმრები, იყო რეიდები, იყო ადამიანების გატაცებები, იყო ღამღამობით ქონების დათმობა და ჩუქება სახელმწიფოზე, იყო ადამიანების წამება, იყო დაკარგული ადამიანები, სამასამდე დაკარგული ადამიანია, რომელიც არ იციან დღეს ოჯახებმა, სად არიან. რა იყო ამას ნუ დავუბრუნდებით, ეს საზოგადოებას შეაფასა. მოდით მომავალზე ვილაპარაკოთ“, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ჟურნალისტის სიტყვები მას არწმუნებს, რომ ღირდა ის, რაც 7 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა.

„თქვენ გაიხსენეთ ის პერიოდი და პირდაპირ გეტყვით, რომ, როგორც დღეს თამამად და თავდაჯერებულად თქვით, რომ ოპოზიციას აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი, ეს განცხადება კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებდით ამ 7-8 წლის განმავლობაში, ეს საქმე ღირდა კეთებად. იმისთვის, რომ თქვენ, სხვა ჟურნალისტებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს ამის თქმის შესაძლებლობა გქონდეთ“, - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეწამყვანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG