Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთმა თავშესაფარი მისცა რუს ოპოზიციონერ, ვიტალი შიშკინს 


ვიტალი შიშკინი
ვიტალი შიშკინი

სომხეთმა თავშესაფარი მისცა ვიტალი შიშკინს, რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, რომელიც ცნობილია იმით, რომ მონაწილეობას ღებულობდა მოსკოვში 2012 წლისა და კიევის, მაიდანის საპროტესტო აქციებში.

ამის თაობაზე აქტივისტმა საკუთარი ფეისბუკით 2 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც მადლობას უხდის სომხეთს, რომელმაც "მომანიჭა დევნილის სტატუსი, როგორც რუსეთის მიერ პოლიტიკური მოტივებით დევნილ პოლიტიკოსს".

შიშკინი, რომელმაც ოთხი წელი დაჰყო რუსეთის ციხეში 2015-2019 წლებში "სიძულვილის გაღვივებისა და მასობრივი არეულობისკენ მოწოდების ბრალდებით", - 3 სექტემბერს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პირველად სომხეთში ჩავიდა 3 იანვარს და თავდაპირველად პოლიტიკური დევნილის სტატუსის მისაღებად, როგორც ყოფილი პოლიტპატიმარი.

47 წლის შიშკინი ამბობს, რომ მას რუსეთის არ დაუტოვებია უკანონოდ, არამედ თვითმფრინავით ჩამოფრინდა და კანონის დაცვით გადაკვეთა საზღვარი. თუმცა, დასძენს, რომ სომხეთში მისი ჩასვლის მეორე დღეს რუსეთმა განაცხადა, რომ იგი ძებნილთა სიაში შეჰყავდათ.

სულ რამდენიმე წელია, რასაც სომხეთის უფლებას აძლევს რუსეთის მოქალაქეებს იმოგზაურონ სომხეთში იმ პასპორტით, რომლითაც ისინი თავის ქვეყნის შიგნით გადაადგილდებიან.

შიშკინი აცხადებს, რომ არ სურს არსად წასვლა სომხეთიდან, რომელიც ერთის წლის წინ მომხდარი დიდი მოვლენების შემდეგ სულ სხვა ქვეყანაა, რომელიც მანამდე იყო. რუს პოლიტიკოსს მხედველობაში აქვს სომხეთში მომხდარი "ხავერდოვანი რევოლუცია", რომლითაც 2018 წლის აპრილ-მაისში ქვეყანაში მშვიდობიანი გზით მოხდა ხელისუფლების ცვლილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG