Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მიესალმა აშშ-ის ახალი ელჩის წარდგენას


საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოში ახალი ელჩის წარდგენას.

„ახალი ელჩი არის ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ელჩი საქართველოში. მივესალმებით მის დანიშვნას. ჩემი ინფორმაციით, გარკვეული პროცედურები უნდა გაიაროს. ჩვენ მასთან აქტიურად ვითანამშრომლებთ და ძალიან კარგია, რომ ამერიკას ეყოლება ახალი ელჩი. იმ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ელჩი არ იყო, ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება და ელჩის რანგით იყო მოვლენილი საქართველოში დროებითი რწმუნებული, რომელიც ასევე ძალიან მაღალი კვალიფიკაციის დიპლომატია“ - უთხრა ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან თანამშრომლობა დღეს ისეთი მჭიდროა, როგორც არასდროს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარადგინა კარიერული დიპლომატი კელი დეგნანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG