Accessibility links

მეხანძრე-მაშველებმა სამტრედიის ნავთობის ბაზაზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს


მეხანძრე-მაშველებმა საწვავის რეზერვუარზე გაჩენილი ცეცხლი ქაფის და დაგრილების მეთოდით ჩააქრეს

ლიკვიდირებულია სამტრედიაში, ნავთობის ბაზაზე დილით გაჩენილი ხანძრი.

ბაზის ტერიტორიაზე განთავსებულია 17 რეზერვუარი, სადაც საერთო ჯამში 32 000 ტონა საწვავი ინახება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა საწვავით სავსე 1000 ტონიან რეზერვუარს და არსებობდა სხვა რეზერვუარებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე, თუმცა, მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლოკალიზება სწრაფად მოხერხდა.

ლოკალიზების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი ქაფის და დაგრილების მეთოდით ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 70-მდე მეხანძრე-მაშველი იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებიდან.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG