Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანმა მამუკა ბახტაძეს საჯარო მადლობა გადაუხადა


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს მთავრობაში ყველაზე სტაჟიანი მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ მისთვის მამუკა ბახტაძე გამორჩეული პრემიერ-მინისტრი იყო, რადგან მოსმენა იცოდა:

"მან იცოდა მოსმენა, კითხვაზე სწორი პასუხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხელმძღვანელობ ისეთ უწყებას, როგორიც არის იუსტიციის სამინისტრო. მნიშვნელოვანია, პრემიერი პოულობდეს დროს, მოუსმინოს მის მინისტრს და დაეხმაროს მართვაში. მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მუშაობის ასეთი ხარისხისთვის",- განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

იგი ამბობს, რომ მისთვის, როგორც რიგითი მინისტრისთვის მამუკა ბახტაძესთან მუშაობა კომფორტული იყო.

მამუკა ბახტაძის შემცვლელად პრემიერ-მინისტრის პოსტზე
„ქართულმა ოცნებამ“ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. მიმდინარე კვირაში მინისტრთა განახლებულ შემადგენლობას პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში მოუსმენენ, კენჭისყრა 8 სექტემბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG