Accessibility links

ინფლაციის მოლოდინის გაძლიერების გამო ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა


საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 7 პროცენტამდე გაზარდა.

„ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული გაუფასურება ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს. როგორც მონეტარული პოლიტიკის გასული სხდომის გადაწყვეტილებაში იყო აღნიშნული, გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან ინფლაციაზე ზეწოლის გაგრძელების შემთხვევაში, კომიტეტი განიხილავდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის შესახებ“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მზად არის პოლიტიკის გამკაცრება გააგრძელოს ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის შესუსტებამდე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.9 პროცენტი შეადგინა.

4 სექტემბრის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 2.9683 ლარი ღირს. 1 ევრო 3.2464 ლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG