Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერისთვის მიუღებელია პოზიცია, რომ ქვეყანას რუსი ტურისტები არ სჭირდება


თბილისის მერი კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მოსაზრება, რომ საქართველოს რუსი ტურისტები არ სჭირდება.

„ის, რომ აი, მაგალითად, ჩვენ არ გვინდა რუსი ტურისტები, რუსეთიდან ნუ ჩამოვლენ, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. თუმცა, საბედნიეროდ, არის გარკვეული პატარა პოლიტიკური ჯგუფი, ვინც ამაზე საუბრობს. პირიქით, მზად ვართ, ყველა ქვეყნიდან მივიღოთ ტურისტები და მათი უსაფრთხოება როგორც ქალაქში, ისე ქვეყანაში მაქსიმალურად დაცული იქნება. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა“ - განაცხადა კახა კალაძემ 4 სექტემბერს, თბილისის მთავრობის სხდომაზე.

საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა მას შემდეგ შემცირდა, რაც პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, 8 ივლისიდან შეწყდა ავიამიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის. პუტინის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოში რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.

რუსეთმა ავიამომოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG