Accessibility links

მოსკოვის სასამართლომ 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა 27 ივლისის საპროტესტო აქციის მონაწილე კირილ ჟუკოვს


მოსკოვის სასამართლომ სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა 27 ივლისის საპროტესტო აქციის მონაწილეს, სტუდენტ კირილ ჟუკოვს. ბრალდების ვერსიით, მან ეროვნული გვარდიის წევრს ჩაფხუტზე მოქაჩა და ამით მას ტკივილი მიაყენა.

განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლემ თქვა, რომ ჟუკოვმა „დანამდვილებით“ იცოდა, რომ გვარდიის წევრი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო.

სასამართლოზე ბრალდების მხარე ჟუკოვისთვის ოთხნახევარი წლის მისჯას ითხოვდა. დაცვა - საქმის შეწყვეტს. დასკვნით სიტყვაში ბრალდებულმა განაცხადა, რომ ემუდარება მოსამართლეს, პირობითი სასჯელი მიუსაჯოს მას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG