Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ის ინფორმაციით, პერევში სამუშაოების შესახებ ოსურმა მხარემ დიდი ხანია იცის


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) ინფორმაციით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადასატანად.

„რაც განპირობებულია იმით, რომ ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის ხდება მხოლოდ ქვეითად და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის იქნება არსებითი შეღავათი“ - განუმარტეს რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სუს-ის ინფორმაციით, სამუშაოების შესახებ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ყველა მონაწილის ინფორმირება მოხდა ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში და ამის შემდეგაც, საუბარი რამდენჯერმე იყო ამ ფორმატის მექანიზმებით.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 4 სექტემბერს განაცხადა, რომ ქართული მხარე კვლავ ცდილობს ე.წ. საზღვართან დაძაბულობის პროვოცირებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG