Accessibility links

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა აქციის ფონზე მიმდინარეობს


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციას მართავს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, კახა წიქარიშვილის განმარტებით, აქციის მონაწილეები სასამართლოში არსებულ „კლანური მმართველობას“ აპროტესტებენ:

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს სასამართლო არასწორად არის მოწყობილი და არასწორად შენდება. სასამართლოს აშენებს „კლანი“, რომელიც ცნობილია პოლიტიკური დაკვეთების შესრულებით და მოსამართლეებზე ზეწოლით.

დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ირჩევენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებს, რომელთაც 2040-2045 წლამდე მართლმსაჯულების ბედი უნდა წარმართონ. სინამდვილეში იმისათვის, რომ მოსამართლე გახდე, „კლანს“ ერთგულება უნდა შეჰფიცო. ეს იმას ნიშნავს, რომ „კლანი“ ამ პროცედურების დასრულების შემდეგ მთლიანად გააკონტროლებს სასამართლოს. ეს „კლანი“ იყო 2012 წლამდე და ეს „კლანი“ ირჩევს დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებსაც. გამოსავალი არის ერთი - საქართველოს პარლამენტმა გააცნობიეროს სასამართლოში არსებული პრობლემა და მისცეს პოლიტიკური შეფასება“, - განაცხადა დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წარმომადგენელმა, კახა წიქარიშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 48 კაციანი სიიდან 20 კაცის შესარჩევი კენჭისყრა უკვე გაიმართა. მეორე ეტაპზე შერჩეულ 20 კანდიდატს კომისიის წევრებმა კენჭი სათითაოს უნდა უყარონ.

საბჭომ კანდიდატთა 20 კაციანი სია დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG