Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში 27 ივლისის აქციის მონაწილეს 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა


მოსკოვის სასამართლომ 27 ივლისის საპროტესტო აქციის მონაწილე ევგენი კოვალენკოს სამნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდება ხუთ წელს ითხოვდა. სასამართლომ კოვალენკოს საქმე ორ დღეში განიხილა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ხელი ჰკრა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, ასევე მათი მისამართით ისროლა ნაგვის ურნა, რის გამოც მათ ტკივილი მიაყენა.

27 ივლისს გადაღებულ კადრებზე ჩანს, რომ მანამდე, სანამ კოვალენკო ურნას ისვრიდა, ის ცდილობდა სხვა ადამიანები დაეცვა პოლიციელების მიერ ძალის გამოყენებით დაკავებისგან. ამასთან, ნაგვის ურნა ეცემა ეროვნული გვარდიის თანამშრომლის გვერდით ისე, რომ ეს უკანასკნელი არც განძრეულა. ამის შემდეგ კოვალენკომ გაქცევა სცადა, მაგრამ მას დაეწია და დააკავა აქციაზე მომუშავე ოპერატიულმა თანამშრომელმა სამოქალაქო ტანსაცმელში.

თავად კოვალენკომ სასამართლოს მსვლელობისას დანაშაული უარყო. მან უკანასკნელ სიტყვაში განაცხადა, რომ მისი „მოქმედებები ნაკარნახევი იყო განუკითხაობით და მიმართული იყო იმისკენ, რომ ხელი შეეშალა ხალხის ცემისთვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG