Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ მინისტრთა ახალი კაბინეტი შეიქმნა


იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე

იტალიაში მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ მინისტრთა ახალი კაბინეტი შეიქმნა.

პრემიერ-მინიტრის თანამდებობაზე რჩება ჯუზეპე კონტე, მაგრამ მინისტრთა პოსტებზე ცვლილებები მოხდა. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ კაბინეტი დატოვა მემარჯვენე პოპულისტურმა პარტია „ლიგამ“ მატეო სალვინის მეთაურობით, რომელსაც კრემლის მომხრე პოლიტიკოსად მიიჩნევენ.

ახლა იტალიის მთავრობა მემარცხენე-ცენტრისტულია. მასში შევიდა პოპულისტური „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ათი წარმომადგენელი, 9 მინისტრი დემოკრატიული პარტიიდან, რომელიც ადრე ოპოზიციაში იყო, ერთი წარმომადგენელი მემარცხენე პარტიიდან „თანასწორები და თავისუფლები“ და ერთი უპარტიო მინისტრი, რომელიც სალვინის ნაცვლად ჩაუდგება სათავეში შინაგან საქმეთა სამინისტროს.

როგორც მოელიან, ახალი კაბინეტი უფრო მეტად პროევროპულ პოზიციას დაიკავებს, ვიდრე წინა მთავრობა, რომელიც მასში სალვინის მომხრეთა ყოფნის გამო ხშირად ედავებოდა ევროკავშირს, კერძოდ, მიგრაციის საკითხებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG