Accessibility links

პუტინის თქმით, რუსეთი გამოუშვებს ადრე აკრძალულ რაკეტებს, მაგრამ არ განალაგებს მათ, თუკი აშშ-ც ასე მოიქცევა


ვლადიმირ პუტინი აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე. ვლადივოსტოკი, 2019 წ. 5 სექტემბერი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აწარმოებს რაკეტებს, რომლებიც აკრძალული იყო გასულ თვემდე, როცა დასრულდა მათი ამკრძალავი ხელშეკრულება. მაგრამ, პუტინის თქმით, რუსეთი ამ რაკეტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში განალაგებს, თუკი აშშ გააკეთებს ამას.

„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არ განვალაგებთ არაფერს მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა ასეთი რაკეტა გამოცადეს,“ თქვა პუტინმა 5 სექტემბერს ვლადივოსტოკში, ეკონომიკურ ფორუმზე.

„ჩვენ, რა თქმა, უნდა დავამზადებთ ასეთ რაკეტებს, მაგრამ არ განვალაგებთ მათ იმ რეგიონებში, სადაც არ გაჩნდება ამ კლასის სახმელეთო ბაზირების ამერიკული სარაკეტო სისტემები,“ დასძინა მან.

მას მერე, რაც ვაშინგტონი წლების განმავლობაში სდებდა მოსკოვს ბრალს საშუალო რადიუსის ბირთვული შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების დარღვევაში, 2 აგვისტოს აშშ ოფიციალურად გამოვიდა ხელშეკრულებიდან, რომელიც კრძალავს 500-5500 კილომეტრის რადიუსში მოქმედ სახმელეთო ბაზირების ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს.

ცივი ომის დროინდელი ხელშეკრულებიდან მხარეების გამოსვლამ ახალი გამალებული შეიარაღების შიში გააჩინა.

დაძაბულობა განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა 18 აგვისტოს აღიარა, რომ გამოცადა რაკეტა, რის შედეგადაც მოპოვებული მონაცემები გამოყენებულ იქნება მომავალი საშუალო რადიუსის იარაღის განვითარებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG