Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტყობინებიან, რომ სირიაში დაიღუპა რუსეთის სამი სამხედრო მოსამსახურე და ორი დაიჭრა


სირიაში დაიღუპა რუსეთის სამი სამხედრო მოსამსახურე, ორი დაიჭრა. ამის შესახებ „ვედომოსტი“ იტყობინება სამხედრო-დიპლომატიურ უწყებაზე და არაბულ საინფორმაციო საიტ Al-Masdar News-ზე დაყრდნობით.

„ვედომოსტის“ რესპონდენტმა დააზუსტა, რომ სამხედროები 4 სექტემბერს დაიღუპნენ დასახლებულ პუნქტ ჯურინის რაიონში, რომელსაც სირიის ხელისუფლება აკონტროლებს. წინასწარი მონაცემებით, აფეთქდა ორი ნაღმი. „ვედომოსტის“ თანახმად, სამხედროები ნამსხვრევებით დაიჭრნენ.

Al-Masdar News-ი იმოწმებს სირიის ოპოზიციური დაჯგუფება „ეროვნული განთავისუფლების ფრონტის“ წარმომადგენლებს. მათი თქმით, რუსეთის სამხედროებს ჩასაფრებიდან დაესხდნენ თავს დასახლებულ პუნქტ აჯაზის მახლობლად პროვინცია იდლიბის აღმოსავლეთში, როცა ისინი იერიშზე გადასვლას აპირებდნენ.

სავრადუდოდ საქმე ეხება ორ სხვადასხვა თავდასხმას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ინფორმაცია სამხედროების დაღუპვის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG