Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი: ირანის სვლა შეიძლება მოლაპარაკებასთან მიახლოება იყოს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა მინიშნება გააკეთა, რომ ირანი შესაძლოა უახლოვდებოდეს ახალ მოლაპარაკებას მიუხედავად იმისა, რომ თეირანმა ნაბიჯი გადადგა თავისი ბირთული პროგრამის შეზღუდვის თაობაზე საერთაშორისო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების ზოგიერთი პირობის დარღვევისკენ.

ესპერის განცხადება მოჰყვა თეირანის წუხანდელ მიმართვას ევროკავშირისადმი, რომ აღარ იცავს კვლევის და განვითარების შესახებ 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით ნაკისრ შეზღუდვას, რასაც აშშ-ის მიერ შეთანხმების დატოვების შემდეგ, თავის მხრივ, ბირთვული ვალდებულებებისთვის უარის თქმის „მესამე ნაბიჯი“ უწოდა.

ესპერმა ლონდონში, კვლევით ცენტრ „Royal United Services Institute“-ში გამოსვლისას თქვა, რომ ირანი უახლოვდება ადგილს, როცა შესაძლებელი გახდება მოლაპარაკება, და იმედი გამოთქვა, რომ ეს ასე იქნება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა, ბლოკს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერს, ფედერიკა მოგერინის 6 სექტემბერს ამცნო წერილობით, რომ ირანი ბირთვულ კვლევას განაახლებს. ირანის მედიის თანახმად, ირანის ატომური ენერგეტიკის სააგენტო 7 სექტემბერს ამცნობს მსოფლიოს თავისი მომდევნო ნაბიჯის დეტალებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლახან გაავრცელა ცნობა, რომ შესაძლებელია ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანისთან შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის დროს ნიუ იორკში.

ტრამპი ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიას წარმართავს ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გამოსვლის და თეირანისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შემდეგ, რამაც დიდი ზარალი მიაყენა ირანის ეკონომიკას და ეროვნულ ვალუტას.

6 სექტემბერს ზარიფმა ტვიტერით დაწერა, რომ აშშ ეწევა „ეკონომიკურ, ტერორიზმს ირანის, ჩინეთის, რუსეთის, კუბისა და სირიის წინააღმდეგ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG