Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თავს დაესხნენ თავის სახლში


რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პანფილოვას თავს დაესხნენ მოსკოვის გარეუბანში, თავის სახლში.

ნიღბიანი ბოროტმოქმედი ფანჯრის გზით შევიდა ტერასაზე, პანფილოვას თავში ელექტროშოკერი რამდენჯერმე ჩაარტყა და გაიქცა.

ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ირინა ვოლკმა.

აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის შესახებ.

არ არის ცნობილი პანფილოვას დაზიანების ხარისხი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG