Accessibility links

site logo site logo

რუსეთის საპატრიარქოს კუთვნილმა ფირმამ სპირტის და ალკოჰოლური პროდუქტის წარმოების და გასაღების ლიცენზია მიიღო


რუსეთის პატრიარქი კირილე ხალხის დალოცვისას მოსკოვში, წითელ მოედანზე, 2019 წლის 24 მაისი

რუსეთის კომპანია „მეზიბმა“, რომელიც ეკუთვნის მოსკოვის საპატრიარქოს და საწარმო „სოფრინოს“, რომელიც საეკლესიო საქონელს უშვებს, მიიღო სპირტისა და ალკოჰოლური პროდუქტის წარმოების და გასაღების ლიცენზია.

ინტერფაქსის ცნობით, კომპანიისთვის არ მიუციათ ლიქიორის ტიპის ღვინის წარმოების ნებართვა, ანუ საქმე არ ეხება საეკლესიო კაჰორის, სადესერტო წითელი ღვინის წარმობას.

პატრიარქ კირილეს პრეს-მდივანმა, ალექსანდრ ვოლკოვმა ვერ გასცა პასუხი შეკითხვას, სახელდობრ რომელი ალკოჰოლური პროდუქტის გასაღების უფლება ექნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ფირმას. მან „მეზიბის“ მიერ ღვინის წარმოებას „დახურული კომერციული პროექტი“ უწოდა. ვოლკოვმა მხოლოდ ივარაუდა, რომ „ ეს ალბათ იქნება განსაკუთრებული ღვინო, როგორც პაპის ღვინო კათოლიკეებისთვის, რომლის ყიდვა ძალიან რთულიაო.

კომპანია „მეზიბი“ დაფუძნდა 2015 წელს სამხრეთ რუსეთის ქალაქ გელენჯიკში. მას ეკუთვნის 70 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. იმავე რაიონშია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სასულიერო-ადმინისტრაციული და კულტურის ცენტრი. მედია მას „პატრიარქის რეზიდენციას“ უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG