Accessibility links

ამერიკელი სენატორები სერბეთს და კოსოვოს მოუწოდებენ ურთიერთობის ნორმალიზებისკენ


გრაფიტი ბელგრადში. კედელზე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პორტრეტის გვერდზე წარწერაა: "კოსოვო სერბიაა". 2019 წლის 9 აგვისტო

აშშ-ის ორმა სენატორმა მოუწოდა სერბეთსა და კოსოვოს, განაახლონ დიალოგი და ნორმალიზება გაუკეთონ ორმხრივ ურთიერთობებს.

კონეკტიკუტელმა დემოკრატმა სენატორმა კრის მიორფიმ და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ვისკონსინის შტატიდან, როდ ჯონსონმა, 6 სექტემბერს, სერბეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს ამის თაობაზე.

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა თქვა, რომ მოლაპარაკების პირობა უნდა იყოს კოსოვოს მიერ სერბეთიდან იმპორტზე ასპროცენტიანი გადასახადის გაუქმება.

კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა სერბიისგან 2008 წელს. ბელგრადი თავისი ყოფილი ოლქის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. კოსოვო ცნო 110-მდე სახელმწიფომ.

დღემდე სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებამ უთანხმოების მოსაგვარებლად შედეგი ვერ გამოიღო.

ბოლო თვეებში კოსოვომ სერბეთის იმპორტზე ასპროცენტიანი საბაჟო გადასახადი დააწესა.

აშშ-მა და ევროკავშირმა კოსოვოს საბაჟო გადასახადის გაუქმებისკენ მოუწოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG