Accessibility links

site logo site logo

ზელენსკიმ ხელი მოაწერა პატიმრების შეწყალების განკარგულებას


უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას იმ პატიმრების შეწყალების შესახებ, რომელთა გაცვლაზეც მოლაპარაკება მიმდინარეობდა რუსეთსა და უკრაინას შორის. 6 სექტემბერს ამის თაობაზე ფეისბუკით გაავრცელა ვიდეომიმართვა ადვოკატმა ვალენტინ რიბინმა.

რიბინის თანახმად, ადრე შეთანხმებულ სიაში შემავალი, პრაქტიკულად, ყველა პატიმარი მიყვანილია შეკრების ადგილას. მათ შეწყალებაზე პრეზიდენტის ხელის მოწერით კიევმა შეასრულა მოლაპარაკებაზე ნაკისრი ვალდებულებები. თუმცა, ადვოკატმა დასძინა, რომ უკრაინის ერთ-ერთ საპატიმროში იმყოფება რუსეთის მოქალაქე, რომელიც შეკრების ადგილზე არ მიუყვანიათ. ამიტომ, პატიმართა გაცვლა, რომელსაც ბევრი მოელის დიდი ხანია, შესაძლოა, არ შედგეს. რიბინი სთხოვს რუსეთის მხარეს, ამას ყურადღება მიაქციოს.

ინტერფაქსისთვის მიცემულ კომენტარში მან თქვა, რომ საქმე ეხება 12 პირს, რომლებიც ზელენსკიმ შეიწყალა თავისი განკარგულებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG