Accessibility links

"ქართული ოცნება" და "პატრიოტთა ალიანსი" მთავრობის განახლებულ შემადგებლობას განიხილავს


საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, 7 სექტემბერს პარლამენტში წარსდგება საპარლამენტო ფრაქციების „ქართული ოცნების“, „ქართული ოცნება − კონსერვატორების“, „ქართული ოცნება − მრეწველების“, „ქართული ოცნება − მწვანეების“, „ქართული ოცნება − რეგიონების განვითარებისთვის“, „ქართული ოცნება − ძლიერი ეკონომიკა“, „ქართული ოცნება − ძლიერი საქართველოსთვის“ და ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წინაშე.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 2 სექტემბერს მამუკა ბახტაძემ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

3 სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ცვლილებაა - თავდაცვის მინისტრობის კანდიდატია ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად წარდგენილია ვახტანგ გომელაური, რომელიც მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი სამთავრობო პროგრამის თანახმად, 2019-2020 წლებში მთავრობის სამოქმედო გეგმა ძირითადად ორიენტირებული იქნება სწრაფი და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე. ოთხ საკვანძო მიმართულებად დასახელებულია უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკის განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG