Accessibility links

ირანმა სპარსეთის ყურეში შეიპყრო გემი და ეკიპაჟის 12 წევრი


ნავთობის კონტრაბანდა ირანში

ირანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ირანის სანაპირო დაცვამ 7 სექტემბერს სპარსეთის ყურეში დააკავა, სავარაუდოდ, საბუქსირე ხომალდი, რომელსაც კონტრაბანდული ნავთობი გადაჰქონდა. გემთან ერთად პატიმრობაშია აყვანილი ეკიპაჟის 12 წევრი, რომლებიც ფილიპინელები არიან.

სააგენტო „ირნას“ ცნობით, გემს 300 ათასი ლიტრი დიზელის საწვავი გადაჰქონდა.

რეგიონში ხშირია მცირე მასშტაბის ნავთობის კონტრაბანდის ფაქტები.

სპარსეთის ყურეში მორიგი ხომალდი იმ დროს დააკავეს, როდესაც ირანის ტყვეობაში იმყოფება ბრიტანული დროშით მცურავი ტანკერი და ეკიპაჟის ნაწილი, ხოლო დასავლეთის მთავრობები სულ უფრო აძლიერებენ ძალისხმევას, რათა წინ აღუდგნენ ირანის მოქმედებას სტრატეგიულად მნიშვნელოვან სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG