Accessibility links

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა 


წყალდიდობა ლაგოდეხში

ძლიერმა წვიმამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში პრობლემები შექმნა. მოვარდნილმა წყალმა სოფლის გზები იმდენად დააზიანა, რომ ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელია. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას სოფელში მერის წარმომადგენელმა ზაქრო ალხანიშვილმა განუცხადა.

სიღნაღის მერის მოადგილე მადონა ბატიაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტექნიკა უკვე მუშაობს, რათა გზებზე გადაადგილების მხრივ შექმნილი პრობლემა აღმოიფხვრას. ძლიერ წვიმასთან ერთად კახეთის ცალკეულ მუნიციპალიტეტებში სეტყვაც იყო. წინასწარი ინფორმაციით დაისეტყვა სოფელი ანაგა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ველისციხე, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, დაისეტყვა თუ არა ვენახები და არის თუ არა ზარალი.
ძლიერი წვიმა იყო ლაგოდეხშიც, სადაც 5 მაისს უკვე ჰქონდა ადგილი წყალდიდობას. სამაშველო სამსახურში 5 შეტყობინება შევიდა. რამდენიმე ქუჩაზე დაიტბორა კომერციული ობიექტები და სახლები. მუნიციპალიტეტს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG