Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ატარებენ


რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური დაიწყო.

ე.წ. არჩევნებში კეჭს იყრიან მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციური პარტიის, „ამცახარის“ ლიდერი ალხას კვიცინია.

ე.წ. არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 25 აგვისტოს ჩატარდა, ხაჯიმბას ხმა მისცა 24.83%-მა, ხოლო კვიცინიას 22.91%-მა.

მეორე ტურის წინ, ალხას კვიცინიას მხარდაჭერა გამოუცხადა დე ფაქტო პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ოლეგ არშბამ, რომელიც პირველ ტურში მესამე ადგილზე გავიდა ხმების 22.56%-ით. არშბას აქტიური მხარდამჭერი იყო ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი.

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ლეგიტიმურად მიიჩნევენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებსაც აღიარებული აქვთ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა - რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და სირია. ასევე, "სამხრეთ ოსეთის" და "დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" მსგავსი სეპარატისტული რეგიონები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG