Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია პრიორიტეტად ასახელებს ყველა სახის კორუფციასთან ბრძოლას


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია ამბობს, რომ პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მისი მთავრობა ორიენტირებული იქნება საქმეზე, შედეგიანობაზე და ეფექტურობაზე.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას გახარიამ თქვა, რომ მთავრობის ძირითადი მაკოორდინირებელი ძალა იქნება ხალხის შეფასება და ხალხის ხმა.

„ჩვენს მოქალაქეს სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, ქალაქში თუ სოფელში, არ აინტერესებს, ჩვენი პროგრამები და ინიციატივები. მისთვის სახელმწიფოს განსახიერებაა რიგითი სახელმწიფო მოხელე, რომელიც ვერ ასრულებს ხშირ შემთხვევაში, ან ასრულებს მის დაკვეთას და უგვარებს ყოველდღიურ პრობლემებს“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, მიზნის მისაღწევად ერთად უნდა იმუშაონ მთავრობამ, პარლამენტმა, ხელისუფლებამ მთლიანად, ოპოზიციამ და მოქალაქეებმაც.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა ყველა სახის კორუფციასთან ბრძოლა.

„ეს არ არის გასაკვირი იმიტომ, რომ ჩვენს მსგავს გარდამავალ ეკონომიკებში სუსტი ინსტიტუციებით, კორუფციასთან ბრძოლა უნდა იყოს მუდმივი პროცესი და შეიძლება შემდგომი ათი, ოცი წელი ეს პრიორიტეტი ყოველდღიურად იდგეს ჩვენს წინაშე“ - თქვა გიორგი გახარიამ. მან მიზნად დაასახელა ეფექტური, გონიერი, სამართლიანი და რაც მთავარია, კეთილსინდისიერი ბიუროკრატია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG