Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან აპროტესტებენ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას კანდიდატურის განხილვას


პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის პარალელურად, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობასთან აქტივისტები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები 20-21 ივნისის ღამის მოვლენებს აპროტესტებენ.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 2 სექტემბერს მამუკა ბახტაძემ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

3 სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ცვლილებაა - თავდაცვის მინისტრობის კანდიდატია ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად წარდგენილია ვახტანგ გომელაური, რომელიც მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG