Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დღეს მოქალაქე ვერცერთი უფლებით ვერ სარგებლობს“ - ნიკა მელია სიტყვით გამოსვლას გეგმავს


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ნიკა მელია მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის ფარგლებში სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

„პირველ სხდომას ვესწრები, რაც სამაჯურით „შემამკეს“, - თქვა მელიამ პარლამენტში მისვლის შემდეგ.

დეპუტატის შეფასებით, დღეს საქართველოს მოქალაქე ვერცერთი უფლებით ვერ სარგებლობს - ვერც პოლიტიკურით, ვერც სოციალურით, ვერც ეკონომიკურით.

„ივანიშვილის ხელისუფლებას კეფაში ესმის ქართველი ხალხის სუნთქვა. რა თქმა უნდა, ძალიან მალე ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და გადადგამს ივანიშვილის ხელისუფლებას“, - აღნიშნავს ნიკა მელია და განაგრძობს: - „დღეს ისტორიის სწორ მხარეს დგას ქართველი ხალხი, არასწორ მხარეს - ივანიშვილის ხელისუფლება. ამ სამყაროში იმაზე ძლიერი არაფერი შექმნილა, ვიდრე მართალი ადამიანია. გარდაუვალია გამარჯვება, უბრალოდ დარჩა მოკლე დისტანცია დასაფარი. ფინიშის სწორია“.

8 ივნისს პარლამენტში გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG