Accessibility links

შსს-მ დაიწყო კვიციანსა და „სირცხვილიას“ მონაწილეთა შორის მომხდარი ინციდენტის გამოძიება


ემზარ კვიციანი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება პარლამენტის დეპუტატ ემზარ კვიციანსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“.

8 სექტემბერს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები დეპუტატს „პატრიოტთა ალიანსიდან“, ემზარ კვიციანს, დახვდნენ სტვენით და შეძახილებით: „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“.

პარლამენტის შენობიდან გამოსულ კვიციანს პოლიცია მიაცილებდა. დეპუტატმა აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურად დაუპირისპირდა.

აქციის მონაწილეებმა ემზარ კვიციანის დაკავება მოითხოვეს. დეპუტატი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციამ ავტომანქანით გაიყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG