Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარაევოში პირველი ლგბტ პრაიდი გაიმართა გაძლიერებული უსაფრთხოების პირობებში


ასობით ლგბტ აქტივისტი მონაწილეობდა კვირას ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამართულ პირველ გეი პრაიდში, რომლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სარაევოში მობილიზებული იყო პოლიცია.

წინა დღით სარაევოში კონტრაქცია მოაწყვეს კონსერვატიულად განწყობილმა ორგანიზაციებმა, რომლებიც არ მალავდნენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას ლგბტ პირების მიმართ.

გავრცელებული ცნობებით, კვირას სარაევოში გამართულ პირველ გეი პრაიდში 1000-მდე ადამიანი მონაწილეობდა დევიზით „იმა იზაჩ“, რაც ნიშნავს „მსურს გასვლა“. გეი პრაიდის უსაფრთხოებას იცავდა ამდენივე პოლიციელი, რომლებიც მსვლელობის წინ სპეციალური დეტექტორებით ამოწმებდნენ აქციის მონაწილეებს.

ბოსნია-ჰერცეგოვინაში ლგბტ ღონისძიებების ჩატარების მცდელობას ადგილი ჰქონდა 2014 წელს, მათ შორის, ფილმების ფესტივალის სახით, მაგრამ ეს წამოწყება ჩაიშალა გეების ოპონენტების ძალისხმევის შედეგად, რასაც სარაევოს ხელისუფლებამ ვერაფერი დაუპირისპირა.

ბოსნია-ჰერცეგოვინა ერთადერთია იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკებს შორის, სადაც ყველაზე ბოლოს მოხერხდა გეი პრაიდის გამართვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG