Accessibility links

ემზარ კვიციანი: თავს დამესხნენ ესენი თავიანთი სასტვენებით, ცხვრებით


„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ემზარ კვიციანი სამოქალაქო აქტივისტებთან დაპირისპირების შესახებ დასმულ კითხვებს სპორტის სასახლეში, პარტიის შეკრებაზე პასუხობს.

„წამოვედი და დამესხნენ თავს. თავს დამესხნენ ესენი თავიანთი სასტვენებით, ცხვრებით და მთელი ამბავი. დამიწყეს ლანძღვა-გინება“, - თქვა პარლამენტის წევრმა.

როგორც კვიციანი ამბობს, ის თავს იცავდა.

„მონას რომ გიწოდებს იმ ქვეყნის, რომელთან ბრძოლაშიც მისი წონა სისხლი მაქვს დაღვრილი... მე ცოტა ემოციებიც მაქვს, ისეთი ცხოვრება მაქვს გავლილი. არავისთვის არ დამირტყამს“, - ამტკიცებს კვიციანი.

8 სექტემბერს ემზარ კვიციანი დაუპირისპირდა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების გასაპროტესტებლად პარლამენტთან შეკრებილ აქტივისტებს.

მოქალაქეები კვიციანს დახვდნენ შეძახილებით: „მონა!“, „მონა!“

საპასუხოდ დეპუტატმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

აქციის მონაწილეები კვიციანის დაკავებას მოითხოვდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ის იძულებით გაარიდეს შემთხვევის ადგილს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება „პარლამენტის დეპუტატ ემზარ კვიციანსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG