Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ აფხაზეთში არჩევნების მეორე ტურში მაღალი აქტივობაა


ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 15:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტიურობამ შეადგინა 38,41%.

მეორე ტურში ერთმანეთს უპირისპირდებიან აფხაზეთის მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციური „ამცახარას“ თავმჯდომარე ალხას კვიციანი. პირველ ტურში მათ, შესაბამისად, ხმების 24,83 და 22,91 % მიიღეს.

ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის გარდა ირჩევენ ვიცე-პრეზიდენტსაც. რაულ ხაჯიმბასთან ერთად კენჭს იყრის ასლან ბარციცი, ხოლო ალხას კვიცინიასთან ერთად - დმიტრი დბარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG