Accessibility links

site logo site logo

გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი ატომური ენერგეტიკის საკითხებში ირანში ჩავიდა


კორნელ ფერუტა

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მოქმედი ხელმძღვანელი, კორნელ ფერუტა, თეირანში ჩავიდა ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად მას შემდეგ, რაც ირანმა განაცხადა, რომ დაიწყო თანამედროვე ცენტრიფუგების გამოყენება, რაც ეწინააღმდეგება 2015 წელს მიღწეულ საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას.

კორნელ ფერუტას ირანში ყოფნის შესახებ ვიდეო ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ 8 სექტემბერს გაავრცელა. ცნობების თანახმად, ბირთვულ საკითხებში გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი შეხვდება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფს და ასევე ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციის ხელმძღვანელს.

გასულ კვირაში თეირანმა ევროკავშირს აცნობა, რომ უარი თქვა თავის ბირთვული პროგრამის გარშემო მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან 2015 წელს მიღწეული შეთანხმებით დაწესებულ ლიმიტზე, რითაც კიდევ უფრო შეამცირა ნაკისრი ვალდებულებები მას შემდეგ, რაც გასულ წელს შეთანხმება დატოვა აშშ-მა.

ხოლო 7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ირანმა დაიწყო უახლეს ცენტრიფუგებში ურანის გაზების ჩატუმბვა, რაც მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებსა და ირანს შორის 2015 წლის მიღწეული საერთაშორისო შეთანხმების დარღვევაა.

ამის შესახებ ირანის ატომური ენერგეტიკის უწყების პრესმდივანმა, ბეჰრუზ კამალვანდიმ განაცხადა 7 სექტემბერს, ორ დღეში მას შემდეგ, რაც თეირანისგან გაისმა გაფრთხილება, რომ აპირებდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმას აშშ-ის პასუხად, რომელმაც ხელშეკრულება შარშან დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG