Accessibility links

მოსკოვში დააკავეს 23 კაცი, მათ შორის ჟურნალისტი ილია აზარი


ილია აზარი

პოლიციამ მოსკოვში დააკავა 15 კაცი, რომელთა ნაწილი „მოსკოვის საქმის“ ფიგურანტების მხარდამჭერ მაისურებში იყო გამოწყობილი.

დაკავებულთა შორის არიან მუნიციპალიტეტის დეპუტატი და „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი, ილია აზარი, „ფუსი რაიოტის“ წევრი მარია ალიოხინა და სხვები.

ილია აზრის თანახმად, პოლიციელებმა უთხრეს, რომ ის იმყოფება „საეჭვო პირთა სიაში“, მაგრამ დაკავების კონკრეტული მიზანი არც მისთვის და არც სხვა დანარჩენებისთვის არ განუმარტავთ.

მანამდე პოლიციამ კიდევ 7 კაცი დააკავა, ერთ-ერთი პოლიციელის თქმით, მათ მიერ არჩევნების დღეს არაკანონიერი აგიტაციისათვის იმ ბარათების სახით, რომლებსაც ისინი გამვლელებს ურიგებდნენ. თუმცა ფურცლებზე არანაირი აგიტაცია არ ყოფილა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG